საფრანგეთის ბიზნესგაერთიანებაში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება

საფრანგეთის ბიზნესგაერთიანებაში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლორან ფაბიუსს შეხვდება.

 

ასევე დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია "MEDEF Iნტერნატიონალ"-ში, სადაც მინისტრი შეხვდება ორგანიზაციის პრეზიდენტს ჟან ბიურელეს და საფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, _ იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

 

"MEDEF INTERNATIONAL"-ში გაიმართება საქართველოს შესახებ პრეზენტაცია. ორგანიზაციის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში გატარებული რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ასლანიშვილი.

 

"MEDEF INTERNATIONAL" საფრანგეთში მოქმედი მსხვილი არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის წევრ 800 ათასამდე კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფრანგული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას, საერთაშორისო ვაჭრობას, ნოუ-ჰაუს დანერგვას და წარმოადგენს მათ საერთაშორისო დონეზე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: