ჟურნალი „ხომლი“ ისევ გამოდის

ჟურნალი „ხომლი“ ისევ გამოდის

21 ნოემბერს კულტურულ-საზოგადოებრივი ჟურნალი “ART-ხომლის” პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი უმასპინძლებს.

ჟურნალი “ART ხომლი” კინოსტუდია “ხომლისა” და გამომცემლობა “საუნჯის” ერთობლივი პროექტია.

კინოსტუდია “ხომლი” ერთი წლის წინ დაარსდა. მისი მიზანია მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების შექმნა ცნობილ თუ უცნობ მოღვაწეებზე, ისტორიულ გმირებსა და მოვლენებზე; თანამედროვე ხელოვანებზე; ჟურნალის იდეა სწორედ კინოტუდიაში გაჩნდა და მერე ის გამომცემლობა “საუნჯესთან” ერთად განხორციელდა.

ჟურნალი სახელოვნებო თემებს მოიცავს: კინო, თეატრი, ლიტერატურა, მხატვრობა, ფოლკლორი; ასევე, საზოგადოებრივი საკითხები და პრობლემები, რომლებიც დღეს საზოგადოებას აწუხებს.

ჟურნალის რუბრიკებს შორის რედაქცია განსაკუთრებულ ყურადღებას “ემიგრანტის დღიურს” უთმობს: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქართველი ემიგრანტები წერენ დღიურებს თავიანთ ყოფაზე, პრობლემებზე, ტკივილსა და სიხარულზე. ჟურნალი ყველა ნომერში დაუთმობს ადგილს თითო ავტორს.

ჟურნალის რედაქციაში შედიან: კინომცოდნეები, თეატრმცოდნეები, მწერლები, რომლებიც მათთვის აქტუალურ თემებზე წერენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.
ჟურნალი გამოდის თვეში ერთხელ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: