არჩილ თალაკვაძე:მოქალაქე იმ შემთხვევაში გადაჰყავთ ნარკოტესტირებაზე თუ კანონს არღვევს!

არჩილ თალაკვაძე:მოქალაქე იმ შემთხვევაში გადაჰყავთ ნარკოტესტირებაზე თუ კანონს არღვევს!

როგორც შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ  განცხადა კანონში შეტანილის შესაბამისი ცვლილების თანახმად, ამიერიდან პოლიციელს მოქალაქის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მოქალაქეზე დოკუმენტირებული შეტყობინება არსებობს, ან მოქალაქე კანონს მოცემულ მომენტში არღვევს.

 

"კანონში გონივრული ეჭვის არსებობა ტოვებდა სივრცეს მანევრირებისთვის. ჩვენ შევიტანეთ ცვლილებები და ექსკლუზიურად თქვენს ეთერში გეტყვით, რომ პოლიციელს მოქალაქის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის უფლება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე არღვევს კანონს, ან მასზე არსებობს დოკუმენტირებული შეტყობინება. ამით პოლიციელის უფლებამოსილება არ მცირდება, მხოლოდ ზუსტდება და ახლოვდება მაღალ სტანდარტთან." - განაცხადა გადაცემაში "2030" თალაკვაძემ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: