ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. სესია თბილისის დროით, დაახლოებით 18:00 საათზე გაიხსნება.

 

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს სამიტზე, თემაზე - "2015 წლის შემდგომი განვითარება", ასევე, მონაწილეობას მიიღო მსოფლიო ლიდერების შეხვედრაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, SDG სამიტის ინტერაქტიულ დიალოგში, თემაზე - "დედამიწის დაცვა და ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან". საქართველოს მთავრობის მეთაური, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კლინტონის გლობალური მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკურ ფორუმზე - Georgia-Making Business Easy.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: