გიორგი მარგველაშვილი: მე აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები

გიორგი მარგველაშვილი: მე აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკაში აპირებს დარჩენას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ამ თემაზე დასმულ კითხვას უპასუხა. 

 

"მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები.

მუდმივად არის ლაპარაკი შეზღუდულ უფლებებზე, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ, მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა არის ძალიან დაბალი პარლამენტში. მაგრამ, მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ მე მეძლევა შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა, მე მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში ან ყოველდღიურ პარტიულ პოლიტიკაში. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც რაღაც იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

როგორც გიორგი მარგველაშვლმა აღნიშნა, ის პოსტი, რომელიც მას უჭირავს, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც მე მაქვს, რომელსაც ვემსახურები, ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში", აღნიშნა პრეზიდენტმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: