დიმიტრი ქუმსიშვილი:აქცენტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მსფოფლიო საზოგადოებისთვის

დიმიტრი ქუმსიშვილი:აქცენტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი გზავნილი იყო მსფოფლიო საზოგადოებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს ასაბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

 

როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს მმართველობის ნაწილში, ის აქცენტი, რომელიც მან გააკეთა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. 

 

"პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რაც ყველასთვის ცნობილი და ცხადი იყო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური გზა ევროატლანტიკური ბლოკის მიმართულებით. ასევე მან დაგმო ის მცოცავი ანექსია, რომელიც ხორციელდება, მან ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს მმართველობის ნაწილში, შესაბამისად, ყველა ის ძირითადი აქცენტი, რომელიც მან გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: