თედო ჯაფარიძე:ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ!

თედო ჯაფარიძე:ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ!

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე გამართული დისკუსიის შემდეგ კომენტარს ქართველ ჟურნალისტებთან აკეთებს:

 

"მესმის, რომ თქვენ უკვე ბევრი კომენტარი მოისმინეთ ჩვენი დელეგაციის წევრების მხრიდან და არა მხოლოდ მათგან. ჩემი პირადი შეფასება იქნება, რომ ჩვენ გავიარეთ მორიგი ეტაპი დემოკრატიის გზაზე. ჩვენ ხაზი გავუსვით წარსულს, სადაც დარჩა წინასწარი პატიმრობა, კიდევ უამრავი ნეგატიური რამ. ჩვენ ვაკეთებთ ნაბიჯს, მივიწევთ წინ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დახმარება, ჩვენ არ ვართ სრულყოფილი დემოკრატია. საქართველოს სჭირდება საპარლამენტო ასამბლეა, თუნდაც ამგვარი დებატები და მოხსენებები, მაგრამ ჩემთვის მთავარია (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ), რომ საქართველო მიიწევს წინ. ეს არ არის წინსვლა შეფერხებების გარეშე, მაგრამ ჩვენ ვართ ერთგული ამ არჩეული გზისა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული პროცესი, სადაც საქართველო არ უნდა იყოს მხოლოდ უმრავლესობაზე ან უმცირესობაზე - გვაქვს მთავარი მიზანი, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს სტაბილური, უსაფრთხო, დემოკრატიული სახელმწიფო მეტად რთულ რეგიონში. დღეს ლაიტმოტივი ამ რეზოლუციის, რომელიც ბატონმა პედრო აგრამუნტმა გამოიტანა და მე მასთან მქონდა პოლემიკური შეხლა-შემოხლა, ჩემი აზრით, ამას ითვალისწინებს და ეს იყო მთავარი. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული შენიშვნები, ზოგიერთი რამ მისაღებია, ზოგიერთი რამ - არა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ", - აცხადებს ჯაფარიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: