ირაკლი ღარიბაშვილი: პრაგმატული პოლიტიკით შევძელით, რომ ჩვენი მეღვინეებისთვის რუსეთის ბაზარი კვლავ გახსნილიყო

ირაკლი ღარიბაშვილი: პრაგმატული პოლიტიკით შევძელით, რომ ჩვენი მეღვინეებისთვის რუსეთის ბაზარი კვლავ გახსნილიყო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ქართული ღვინის ცენტრი გახსნა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მთვარობის ძალისხმევის შედეგია, რომ ბევრ ბაზარზე ღვინის ექსპორტი გაიზარდა.

 

"ჩვენმა მთავრობამ, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ძალიან სერიოზული ღონისძიებები გაატარა იმისთვის, რომ ეს დარგი კიდევ უფრო პოპულარული გახდეს და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ღვინის აკვანი საქართველოა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ასევე დივერსიფიკაციის მიმართულებით, სწორედ ამის შედეგად, ჩვენ დავიბრუნეთ რუსეთის ბაზარი, ანუ ქართული ღვინო დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე და ჩვენმა მთავრობამ, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით შევძელით, რომ კვლავ გახსნილიყო რუსეთის ბაზარი ჩვენი მეღვინეებისთის. ასევე, სწორედ ჩვენი მთვარობის ძალისხმევის შედეგია, რომ გაიზარდა ექსპორტი, ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ყაზახეთში 68%-ით, პოლონეთში 85%-ით, ჩინეთში 107%-ით, ლატვიაში 50%-ით, ესტონეთში 35%-ით, დიდ ბრიტანეთში 46%-ით, ხოლო იაპონიაში 110%-ით. ეს მოხდა სულ რაღაც ბოლო სამი წლის განმავლობაში, სწორედ ჩვენი მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად. ჩვენ გავამკაცრეთ და კიდევ ვაპირებთ გამკაცრებას, ღვინის ხარისხის კონტროლზე. ესაა აუცილებელი, რომ არ მოხდეს ღვინის ფალსიფიცირება. ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი. ჩვენ ამ პატარა მიწაზე ვაზის კულტურის 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა არსებობს. აქვე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ თაობას და მომავალ თაობას 500-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშის ვაზი შემოენახებათ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: