არა - ძალადობას, ანუ ხალხს „ნაცების“ „ცრემლების“ არ სჯერა!

არა - ძალადობას, ანუ ხალხს „ნაცების“ „ცრემლების“ არ სჯერა!

ყველაზე მეტად ვის სურს ქვეყანაში სამართალი ურმით დადიოდეს, ან საერთოდ, არ დადიოდეს და ერთ ადგილზე იდგეს გაქვავებული? ბუნებრივია, იმათ, ვინც ხელისუფლება დაკარგა და ყველა უკანონო ხერხსა და საშუალებას იყენებს იმისთვის, რომ ისევ დაბრუნდეს!!!

 

„ნაციონალების“ და მათი ერთი მუჭა მომხრეების მზაკვრულ გეგმებზე ბევრი ითქმის და იწერება - ისინი ყველანაირად ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ დღევანდელი ხელისუფლების უნიათობაში (უსუსურობაში) და საბოტაჟის თუ არეულობის პროვოცირების გზით ხელთ იგდონ ინიციატივა...

 

მართალია, ხალხს  უკვე „ნაცების“ „ცრემლების“ არ სჯერა, მაგრამ არც ის არის სასურველი, რადგან, „ყოფილია“ და შინ და გარეთ ჯერ კიდევ ჰყავთ ტვინგადაბრუნებული დამცველები, უკანონობის დემონსტრირებას შევუწყოთ ხელი.

 

საკმაოდ ცინიკურად ჟღერს გარკვეული ძალების მოწოდება, რომ პარლამენტის შესასვლელთან დემარშის მომწყობნი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ იკმარეს და პარლამენტის წევრს ხელითაც შეეხნენ სამართალდამცავებმა უკანონოდ დააკავეს.

 

არა აქვს მნიშვნელობა, ლორთქიფანიძე იქნება თუ ქიბროწაშვილი - პარლამენტის წევრი პარლამენტის წევრია და მას იმუნიტეტი იცავს!

 

როცა ასეთ თავხედობას დესტრუქციულ ძალებს შეარჩენ, თავხედობა შემდეგ „ჯანყში“ გადაიზრდება და აირევა მონასტერიც.

 

ვინც არ უნდა „იწივლოს“ და „იკივლოს“, კანონის წინაშე ყველა თანასწორად აგებს პასუხს და არა აქვს მნიშვნელობა, იგი ოპოზიციის ინტერესების გამომხატველია, თუ ხელისუფლების - დამნაშავე საკადრისად უნდა დაისაჯოს!

 

თუ ვინმეს ქვეყანაში სიტუაციის არევა უნდა და რევოლუცია ენატრება, პირდაპირ გეტყვით - ხალხს არ უნდა რევოლუცია, რადგან რევოლუცია ყოველთვის ძალადობას შობს. ჩვენ კი თავის დროზე უარი ვუთხარით ძალადობას!

 

 

ანდრია ლისაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: