დიმიტრი ქუმსიშვილი: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია

დიმიტრი ქუმსიშვილი: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში", სადაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს, განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარების ის განუყოფელი ნაწილი, რომელმაც უნდა მოახერხოს როგორც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ასევე სწორი ეკონომიკური განვითარება. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საგზაო შემთხვევები იზრდება, მაშინ როცა ევროპასთან ასოცირების ნაწილში გვაქვს გარკვეული ვალდებულებები, რათა აღნიშნული რაოდენობა შემცირდეს. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება წარმატებული და ყველა ის მიგნება, რომელიც სტრატეგიაშია ჩამოყალიბებული, დეტალურად განიხილება.

 

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო - ესენი არიან ძირითადი უწყებები, რომელთა კოორდინაციაც საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გეგმის განხორციელების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, უნდა შეიქმნას მაკოორდინირებელი საბჭო, რომელიც შესაბამისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას გაუწევს მონიტორინგს", - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: