ხათუნა გოგორიშვილი: დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ღვინიაშვილი ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდებიან

ხათუნა გოგორიშვილი: დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ღვინიაშვილი  ერთმანეთისგან  არაფრით განსხვავდებიან

დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ღვინიაშვილი ცხვირის ზომის გარდა ერთმანეთისგან სხვა არაფრით განსხვავდებიან , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ოპოზიციის შეხვედრაზე განაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ამ ორი დეპუტატის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებული საქმეები ერთნაირია. 

აღნიშნულის კონტექსტში გოგორიშვილმა პროტესტი გამოთქვა, რომ გიორგი ღვინიაშვილის ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით შესაბამისი პირისთვის მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იქნა დაკისრებული, დავით ლორთქიფანიძის შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. 

"როგორც ამბობენ, პარლამენტის წევრის დავით ლორთქიფანიძის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა ვიდეკადრებიდან ჩანს, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა, ამის მიუხედავად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაშინ როცა პარალელურ შემთხვევაში, როცა საქმე შეეხებოდა ოპოზიციონერ დეპუტატს გამოიყენეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. დავით ლორთქიფანიძესაც და გიორგი ღვინიაშვილსაც ერთნაირი საქმეები აქვთ. ეს ორი დეპუტატი ერთმანეთისგან ცხვირის ზომის გარდა სხვა არაფრით განსხვავდებიან", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა, რომლის შეფასებითაც, ქვეყანაში შერჩევით სამართალს აქვს ადგილი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: