ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი დაკავება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა

ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი დაკავება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა

მინისტრის განცხადებით, ყველა დაკავება კანონიერების სრული დაცვით განხორციელდა. ამის ნათელი მაგალითია კიბერდანაშაულში ბრალდებული ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაკავება. მისი განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოები, იმ უკანონობის აღმოფხვრას ცდილობენ, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდში დაგროვდა.


ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.


ღარიბაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტზეც ისაუბრა.


"ჩვენ მაქსიმალურად კრიტიკულები ვიქნებით კანონის შესწავლისას. ჩემი უწყება პროკურატურასთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დავამუშავებთ აღნიშნულ კანონპროექტს და გადავუგზავნით პარლამენტს. ამის შემდეგ მოხდება ოპტიმალური კანონის მიღება", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: