მამუკა არეშიძე: ჩვენ საზღვრებთან მიმდინარეობს ომი - ყველა ყველას წინააღმდეგ

მამუკა არეშიძე: ჩვენ საზღვრებთან მიმდინარეობს ომი - ყველა ყველას წინააღმდეგ

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა როგორც საგარეო, ისე საშინაო პრობლემების წინაშე დგას.ამის შესახებ არეშიძემ გადაცემაში "2030" განაცხადა.

 

"სამწუხაროდ, 25 წლის მანძილზე ჩვენს პოლიტიკურ წესად იქცა პოლიტიკური მკლველობები. წინა არჩევნების დროს, მეც კი მომწამლეს ყავით. საქართველოში პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, ყველაფერზე მიდიან, რადგან ძალიან დიდ ფულსა და ძალაუფლებაზეა საუბარი. დღეს არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რევანშისთვის ემზადება. ჯერჯერობით, ამის შანსი არ აქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ან სხვა მსხვილი ფიგურების მოცილების შემთხვევაში, შანსები იზრდება.

შანსი პოლიტიკური მკვლელობებისა და პოლიტიკური აქციებისა მაღალია ჩვენი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეც. ჩვენ საზღვრებთან მიმდინარეობს ომი - ყველა ყველას წინააღმდეგ, ასე რომ, ექსესებს უნდა ველოდეთ."- განაცხადა არეშიძემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: