ზურაბ ჯორბენაძე: "ნაციონალური მოძრაობა" მთლიანად აგენტურაა!

ზურაბ ჯორბენაძე: "ნაციონალური მოძრაობა"  მთლიანად აგენტურაა!

"საქართველოში უცხოეთის ძალიან ბევრი აგენტურა მოძრაობს, "ნაციონალური მოძრაობა" კი მთლიანად აგენტურაა! "- აცხადებს ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე "კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" საქართველოში მიმდინარე შიდა პროცესების შესახებ უცხოეთში ინფორმაცია ჩააქვს.

 

"მათი მიზანი სხვა არაფერია, საკუთარი რეაბილიტაციის გარდა, თუმცა ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. ხელისუფლება კი იმისთვისაა, რომ ამ საკითხს მიხედოს. რას აკეთებს ახალახან გახსნილი სახელწიფო უსაფრთხოების სააგენტო? ეს აგენტები რომ ასე წარამარა დაეთრევიან საზღვარგარეთ, უნდა შეიმუშაონ რაღაც მექანიზმი, რომელიც მისცემთ საშუალებას, ამ ადამიანებს კისერი მოუგრიხონ და ციხეში ჩასვან", - განაცხადა ჯორბენაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: