დავით ნარმანია: საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა

დავით ნარმანია: საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მერიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა.

 

"შექმნილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ დედაქალაქის მთავრობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. რაც შეეხება მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებს, ისინი უახლოს მომავალში შეივსება კვალიფიციური კადრებით, მათ შორის სამ ვაკანსიაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია. ასე რომ, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად, თანმიმდევრულად ვმუშაობთ და ეფექტურად განვავითარებთ ჩვენს დედაქალაქს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: