ჯაბა ჯიშკარიანი: დღეს სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე თვეში 500 ლიტრ საწვავს ხარჯავენ

ჯაბა ჯიშკარიანი: დღეს სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე თვეში 500 ლიტრ საწვავს ხარჯავენ

საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ჯაბა ჯიშკარიანმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, სევდია უგრეხელიძეს, საკრებულოსა და თბილისის მერიაში წინა ხელისუფლებაში არსებული დარღვევები შეახსენა.

 

როგორც გადაცემაში "2030" ჯიშკარიანმა აღნიშნა, თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომა- არგადადგომის საკითხი ერთი საკრებულოს გადასაწყვეტი არ არის, რადგან მერი მოსახლეობამ აირჩია.

 

"ჩვენ აგვირჩია ხალხმა და ერთი ფრაქციის გადასაწყვეტი არაა, წავა თუ არა მერი სახლში. მით უფრო, თბილისს პირველად ჰყავს მერი ხალხის სამსახურში და არ არის ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებით დაკავებული." - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

 

საკრებულოს წევრმა უგრეხელიძეს შესახსენა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას "ნაციონალურ მოძრაობას" საბოტაჟის შექმნის მცდელობა ჰქონდა.

 

"არჩევნების წინა პერიოდში, როცა თქვენი პარტია მიხვდა, რომ არჩევნებს აგებდით, "ნაციონალურმა მოძრაობამ"  თბილისში გზების კეთება შეგნებულად შეწყვიტა, რომ ახალ ხელისუფლებას დაბრალებოდა. ჩვენ ვიმკით მათ მიერ გაფუჭებულს, დანგრეულსა და კოლაფსს.

პრემიებთან დაკავშირებით თქვენი ბრალდება აფსურდულია, რადგან თქვენ ადრე ხელფასის, დანამატის და პრემიის სახით აღებული გაქვთ 144 ათასი ლარი, აბესაძეს - 141 ათასი, ხიზანიშვილს - 153 ათასი, პეტრიაშვილს - 151 ათასი და ნინიძეს 148 - ათასი. აქედან ხელფასი არის 30162 ლარი, დანარჩენი დანამატი და პრემიაა. დღეს სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე თვეში ხარჯავენ 500 ლიტრ საწვავს. ამით ყველაფერია ნათქვამი." - მიმართა ჯიშკარიანმა უგრეხელიძეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: