იენს სტოლტენბერგი: გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს!

იენს სტოლტენბერგი: გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს!

გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ, თინათინ ხიდაშელთან შეხვედრამდე გააკეთა.

 

"გასულ წელს ნატო-მ და საქართველომ პარტნიორობის კუთხით დიდ წარმატებას მიაღწიეს. ჩვენ ახალი სასწავლო ცენტრი გავხსენით, რომელმაც პირველ წვრთნას უკვე უმასპინძლა. ჩვენ ახლა მომავალ წელზე და ნატო-სა და საქართველო შორის შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ნატო-ს გენერალური მდივანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს გუშინ, ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში შეხვდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: