თეა წულუკიანი: ჰააგის სასამართლოში მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების პასუხიმსგებლობა შეიძლება დადგეს

თეა წულუკიანი: ჰააგის სასამართლოში მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების პასუხიმსგებლობა შეიძლება დადგეს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ჩამოვა. 

 

მინისტრის თქმით, როგორც ჩანს, პროკურორი თავად ჩაებმევა გამოძიებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს ეხება. 

 

"დადგა დრო, რომ ჰააგის პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაემბევა თუ არა თავად გამოძიებაში. როგორც ჩანს, ეს ასე მოხდება. ჩვენი მიზანი, საქართველოს მიზანი, რა თქმა უნდა თანამშრომლობის ფარგლებში მათთან ერთად, განვახორციელოთ საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ოკუპირეუბლ ტერიტორიებზე და ბოლომდე გამოვაძიებინოთ ის ეთნიკური წმენდის ფაქტები, რომლის მსხვერპლნიც ჩვენ გავხდით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. სახეზე იყო აგრესია რუსეთის მხრიდან და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ ჩვენი რომის სტატუტის თანახმად, მათთან ბოლომდე ვითანამშრომლოთ. ჰააგის სასამართლო არ იძიებს საქმეს რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგან იგი გახლავთ სისხლის სამართლის სასამართლო. ჰააგის სასამართლოში თუ დადგა, შეიძლება დადგეს მხოლოდ კონკრეტული ინდივიდების პასუხიმსგებლობა ისეთ დანაშაულებზე, როგორიც არის გენოციდი, ომის დანაშაული, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ, მაგრამ რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, ეს არავის მდგოამრეობას არ უმსუბუქებს. პირიქით, შეიძლება რაკი ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდა ის ფაქტები, რომლებიც განსჯადი იქნება ჰააგის სასამართლოში, შეიძლება, რომ ყველა მოქალაქის მქონე, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს", - განაცხადა წულუკიანმა.

 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდიუმმა 2008 წლის კონფლიქტის დროს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესწავლის საქმე, წინასწარი წარმოების პალატა I-ს გადასცა. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს მოხდა პროკურორ ფატუ ბენსუდას შეტყობინების საფუძველზე, რომელსაც განზრახული აქვს კონფლიქტის დროს, საქართველოში არსებულ ვითარებაზე გამოძიების გახსნის უფლების მიღების შესახებ მოთხოვნა, წინასწარი წარმოების პალატას წარუდგინოს. 

 

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ საქართველოში ვითარების წინასწარი შესწავლა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო. ამასთან, ჰააგის სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები რუსეთიდან 6 ოქტომბერს გამოითხოვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: