დავით ნარმანია: მერია ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებები ბუნებრივია

დავით ნარმანია: მერია ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებები ბუნებრივია

თბილისის მერი დავით ნარმანია "კვირის პალიტრასთან" მერიაში მიმიდნარე საკადრო ცვლილებებს აფასებს. ნარმანიას განცხადებით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, რადგან მერია ცოცხალი ორგანიზმია, სადაც განახლებები საჭიროა.

 

ნარმანიას განცხადებით  ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების ხელმძღვანელებმა სამსახური საკუთარი სურვილით დატოვეს და მას არ ქონდა უფლება განცხადებაზე, გათავისუფლების შესახებ ხელი არ მოეწერა.

 

"მერია დიდი და ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებები ბუნებრივია. ასეთი ცვლილებები ადრეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს. აჟიოტაჟი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ატეხილი, აბსოლუტურად ხელოვნურია. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და თანამდებობიდან წასული პირები ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან, მათი ნაწილი კონკურსის გზით შეირჩევა, ზოგს კი მე წარვუდგენ საკრებულოს.

 

როცა ადამიანს სურს გადავიდეს სამუშაოდ, ან მძიმე სამუშაო რეჟიმს გაერიდოს, შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არა გვაქვს. მათ ჰქონდათ უფლება, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და ამ განცხადების დაუკმაყოფილებლობაც არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება."- განაცხადა ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: