პარლამენტში დღეს სოზარ სუბარს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს სოზარ სუბარს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს ელოდებიან. სოზარ სუბარს დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.

 

მინისტრის მოსმენა სამთავრობო პროგრამის და მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი შესაბამისი ანგარიშის ფარგლებში იგეგმება.

 

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტმა აღნიშნული ანგარიშის მოსმენისას სხვა სამთავრობო სტრუქტურებსაც მოუსმინა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: