თეა წულუკიანი: მთავარი პროკურორის კანდიდატი კანონით დადგენილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს

თეა წულუკიანი: მთავარი პროკურორის კანდიდატი კანონით დადგენილ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს.

 

"მინდა,  მივმართო აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ პირს და ვუთხრა, რომ "პროკურატურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად,  საქართველოს იუსტიციის მინისტრი იწყებს კონსულტაციებს მთავარი პროკურორის პოზიციაზე კანდიდატურის შესარჩევად. იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის მინისტრის კარი ღია ყველასთვის, ვისაც აქვს ამ თემაზე მოსაზრება. ერთადერთი მოთხოვნა იქნებოდა ის, რომ წარმოდგენილი კანდიდატი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კონსულტაციები გახსნილია, ჩვენი კარი  ღიაა მოსაზრებებისთვის", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: