ირაკლი ალასანია: დავით ზალკალიანმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო

ირაკლი ალასანია: დავით ზალკალიანმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო

არასამთავრობო სექტორში საქმიანობა არ უნდა იყოს აღრეული პოლიტიკურ საქმიანობასთან, - ასე ხსნის "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დავით ზალკალიანის მიერ პარტიის დატოვებას. 

 

ალასანია ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 6 თვის წინ არის მიღებული და აქ ამაში ახალი არაფერია. 

"ეს არ არის დღევანდელი ამბავი. დავით ზალკალიანი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელმაც შექმნა "თავისუფალი დემოკრატები". 6 თვით ადრე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას გაეგრძელებინა მუშაობა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, რომელსაც მანამდე ლევან დოლიძე ხელმძღვანელობდა. არასამთავრობო სექტორში საქმიანობა, ბუნებრივია, არ უნდა იყოს აღრეული პოლიტიკურ საქმიანობასთან. ეს არის და ეს და ამ საკითხთან დაკავშირებით თითიდან გამოწოვილი ინსინუაციებს აქვს ადგილი ივანიშვილის მხრიდან. ამას ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ისე როგორც არასდროს, "თავისუფალი დემოკრატები" არის ერთიანი, ჩვენ ვძლიერდებით და გუშინ ახალი წევრიც შემოგვემატა, რაც გაგრძელდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

დასმულ კითხვაზე, პარტიის დატოვებას ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძეც აპირებენ, ალასანიამ ხუმრობით უპასუხა. 

"მეც ვაპირებ, რომ დავტოვო "თავისუფალი დემოკრატები". ამ ჭორებს ნუ აჰყვებით", - განაცხადა ალასანიამ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: