მანანა კობახიძე: რუსთავი 2"-ის თემა სტრასბურგში არ განიხილებოდა

მანანა კობახიძე: რუსთავი 2"-ის თემა სტრასბურგში არ განიხილებოდა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სტრასბურგში, სადაც კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრები, კითხვაც კი არ დასმულა ამ საკითხზე.

 

"რუსთავი 2"-ის თემა სტრასბურგში არ განიხილებოდა. პირიქით, ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუციაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ საქართველოში მედიაგარემო არის გაუმჯობესებული. სხვათაშორის, გუშინ შევხვდი ევროსაბჭოს დელეგაციას, ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ და მათ კითხვაც კი არ დაუსვამთ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. თუ სადმე დასვეს ეს საკითხი, მათ მიიღეს პასუხი, რომ ეს არის კერძო პირებს შორის დავა და, რომ სახელმწიფო ამ დავაში არ ერევა. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას მანანა კობახიძე.

 

 

 

for.ge

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: