Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
17-10-2015, 10:43
ნანახია: 912

ეკა ბესელია: ველოდებით, რომ ჰააგის სასამართლო დაადგენს ქართველების  გენოციდს!

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჰააგის პროკურორის, ფატუ ბენსუდას საქართველოში ვიზიტს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძოება საქართველოსთვის პრინციპულია, რადგან აღნიშნულ ომში ძალიან ბევრი დარღვევა მოხდა, დამნაშავეები კი დასასჯელები არიან.  

 

"ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ველოდებით, რომ ჰააგის სასამართლო დაადგენს ეთნიკურად ქართველების მიმართ განხორციელებულ წმენდას, გენოციდს. ჰააგის სასამართლო არ იხილავს სახელმწიფოების პასუხისმგებლობას. კონკრეტული დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, ქვეყნის წინააღმდეგ კი არ გამოაქვს გადაწყვეტილება, არამედ, კონკრეტული პირების მიმართ." - განაცხადა ეკა ბესელიამ გადაცემაში "2030."