ზვიად კორძაძე: ოქრუაშვილის საქმეში რეალური მტკიცებულებები არ არსებობს

ზვიად კორძაძე: ოქრუაშვილის საქმეში რეალური მტკიცებულებები არ არსებობს

"ირაკლი ოქრუაშვილი საპროცესო გარიგებაზე წასვლას არ აპირებს", _ განცხადება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ზვიად კორძაძემ გააკეთა.


16 საათზე საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულია ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი. მას ბრალი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა-ხელმძღვანელობაში ედება.
სარჩელი სასამართლოში უკვე ერთი წელია შეტანილია, მაგრამ აქამდე მისი განხილვა არ მომხდარა.


დღეს ჩანიშნულ პროცესზე ირაკლი ოქრუაშვილს ადვოკატები დავით კორკოტაშვილი და მამუკა ჭაბაშვილი დაიცავენ. საქმე ეხება 2008 წლის 28 მარტის განაჩენს, რომლის მიხედვით, ირაკლი ოქრუაშვილს ქრთამის აღების ბრალდებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


ადვოკატები საუბრობენ, რომ საქმეში რეალური მტკიცებულებები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ გაურკვეველი პიროვნებების გაურკვეველი მონათხრობები.


შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით იმყოფებოდა, სწორედ ამიტომ, ის არ იცნობს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის დეტალებს. ამ მიზეზით ადვოკატები დავით კორკოტაშვილი და მამუკა ჭაბაშვილი მოითხოვენ სასამართლო პროცესის გადატანას, ხოლო უკვე გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილს 11 წელი მიესაჯა, დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: