ვახტანგ მაისაია: საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დააბეს ციხეში ადამიანი და მას ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ!

ვახტანგ მაისაია: საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დააბეს ციხეში ადამიანი და მას ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ!

"საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე მეგის ქარდავამ და "მასტერამ" ადამიანების წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ორიგინალები ქვეყნიდან გაიტანეს. ორივე მათგანი სისტემური დანაშაულის ორგანიზატორი და შემსრულებელია და, ბუნებრივია, იმასაც ხვდებოდნენ, რომ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულის გამო ახალი ხელისუფლების პირობებში ციხეში მრავალი წლით ამოყოფდნენ თავს.

 

როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდში ქვეყნიდან გაქცეული მეგის ქარდავა და "მასტერა" "ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპირდნენ იმის გამო, რომ პარტია მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, შესაძლოა, ქარდავამ და "მასტერამ" თანაგუნდელებზე შურისძიება გადაწყვიტეს.

 

"მასტერა" ჰოლანდიის ციხეში ზის და ქართული მხარე მის ექსტრადიციას ითხოვს, მეგის ქარდავა კი თავისუფლად დაიარება. როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ევროპაში იმყოფებოდა, სადაც სწორედ ქარდავას შეხვდა და მისგან სააკაშვილის საწინააღმდეგო კომპრომატები შეიძინა. კოლომოისკის უკრაინაში ტელევიზია და უამრავი საინფორმაციო სააგენტო აქვს. ასე რომ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფირი მხოლოდ დასაწყისია – სააკაშვილს კიდევ არაერთ სიურპრიზს მოუწყობენ. 

 

ვფიქრობ, უკრაინელებიც მალე მიხვდებიან, სააკაშვილი და მისი ჯგუფი რეალურად რა ძალას წარმოადგენენ. სააკაშვილი უკრაინაში ისედაც რთულ ვითარებაშია ცოტა ხნის წინ ის ადგილობრივ მოსახ¬ლეობას დაუპირისპირდა და მუშტის ქნევით დაემუქრა კიდეც. გავრცელებული ფირის გარეშეც კარგად ვიცი, რა ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, რადგან სისტემური დანაშაული პირადად მეც შემეხო.

საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დააბეს ციხეში ადამიანი და მას ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ. ამ ფაქტს ჩემ გარდა უამრავი ადამიანი დაადასტურებს, თუმცა ეს მხოლოდ მსუბუქი მაგალითია იმისა, რაც წლების განმავლობაში ციხეებში რეალურად ხდებოდა"- ამბობს ყოფილი პოლიტპატიმარი  ვახტანგ მაისაია.

 

 

http://marshalpress.ge/?p=12423

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: