მამუკა არეშიძე: დანაშაულის ჩამდენი და ბრძანების გამცემი ორივე უნდა დაისაჯოს!

მამუკა არეშიძე: დანაშაულის ჩამდენი და ბრძანების გამცემი ორივე უნდა დაისაჯოს!

"ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მარტო ისინი კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ ბრძანების გამცემლებიც. ეს აუცილებელია, სხვანაირად ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და მშვიდობა არ იქნება", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე უკრაინულ მედიაში გავრცელებულ წამების ამსახველ კადრებზე საუბრისას და აქვე დასძენს, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება არსებობს. არეშიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რათა ქვეყანაში ანარქია და ქაოსი არ დაუშვას.

 

"სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებს ვხედავ, საზოგადოება ძალიან დიდხანს ცდილობდა, მოეთმინა ის ვითარება, რასაც ჰქვია "ნაციონალური მოძრაობის" ამორალური ქმედება, როდესაც მათ ცოცხალი თავით არ უნდათ, აღიარონ თავიანთი დანაშაული და დღევანდელი აგრესიული ქმედებით ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ამ ყველაფერს დაერთო წამებისა და გაუპატიურების კადრების ჩვენება. საბოლოო ჯამში, მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირების ფორმატი. მე არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, შესაძლოა, უარესშიც გადაიზარდოს, ამის მაგალითი მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში გვაქვს, მაგალითად, ეგვიპტეში, ტუნისში და ა.შ. ამის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევა მოეთხოვება იმისთვის, რომ ანარქია და ქაოსი არ დაუშვას, პლუს ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, მარტო ისინი კი არ უნდა დაისაჯონ, არამედ ბრძანების გამცემლებიც. ეს აუცილებელია, სხვანაირად ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და მშვიდობა არ იქნება", - განაცხადა არეშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: