გელა დუმბაძე: რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთში დაკავებული ქართველების უფლებები დაცულია

გელა დუმბაძე: რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთში დაკავებული ქართველების უფლებები დაცულია

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთში დაკავებული 40-მდე ქართველის უფლებები დაცულია. 

 

როგორც გელა დუმბაძემ  კომენტირებისას განაცხადა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაკავებული ქართველები არ შიმშილობენ.

 

"ჩვენ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს საბერძნეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, ასევე ინტენსიური კავშირი გვაქვს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, კერძოდ, საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩვენს საელჩოსთან და გენერალურ საკონსულოსთან. დაკავებულების მდგომარეობა არის საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ყოველწუთიერი დაკვირვებისა და თანამონაწილეობის ფონზე. მათი უფლებები დაცულია და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ჩართულობის ხარისხი მაქსიმალურად მაღალია", - განაცხადა გელა დუმბაძემ.

 

საბერძნეთში არალეგალურად ყოფნისთვის 40-მდე ქართველი დააკავეს. საბერძნეთში საქართველოს ელჩის, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული 40 ადამიანი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკავებულთა საერთო რაოდენობაა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: