ეკა ბესელია: "ნაცმოძრაობის" ჟრიამული ყალბი და კომიკურია"

ეკა ბესელია: "ნაცმოძრაობის"  ჟრიამული ყალბი და კომიკურია"

"ნაცმოძრაობის" ყიჟინა და ჟრიამული ყალბი და კომიკურია", - ამის შესახებ ეკა ბესელიამ  NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით საუბრისას "რეპორტიორს" განუცხადა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევა საზოგადოების რეალურ განწყობას არ ასახავს.

 

"რასაკვირველია, "ნაციონალური მოძრაობა" არ არის ლიდერი არ არის არცერთი რეიტინგით და არც განიხილება ასე საკითხი. ჩვენ NDI-ის, როგორც ინსტიტუტის მიმართ არ გვაქვს უნდობლობა და ამ ორგანიზაციასთან საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს. მის მიერ შეკვეთილი კვლევის შედეგები კი ამ ეტაპზე არ იძლევა რეალურ სურათს, რადგან გამოკითხულთა უმრავლესობამ, 60 %-ზე მეტმა, უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე. ასე რომ, ნაციონალების რეიტინგი არის ძალადობისა და სადისტური რეჟიმის შექმნის უნარი, მათ ამით დაიმკვიდრეს სახელი", - განუცხადა "რეპორტიორს" ეკა ბესელიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: