კახი კალაძე: "ნაციონალებმა" სინდის-ნამუსი გაყიდეს!

კახი კალაძე: "ნაციონალებმა" სინდის-ნამუსი გაყიდეს!

"გაზს, რა თქმა უნდა, სუნი აქვს", - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 20 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შეკითხვის - აქვს თუ არა რუსულ გაზს და რუსულ ფულს სუნი, რამდენადაც ვანო მერაბიშვილმა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში 2012 წელს განაცხადა, რომ რუსულ ფულს არ აქვს სუნი.

 

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, მას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს, თუმცა, აქვე ისიც აღნიშნა, რომ მათ პირველ რიგში, სინდისი და ნამუსი გაყიდეს.

 

"ნაციონალური მოძრაობის" ხერხემლის ციტირებებზე კომენტარის გაკეთება, მე ვფიქრობ, უხერხული იქნება. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობდა იმაზე, რომ სინდისის და ნამუსის გარდა, ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა, თუმცა, პირველ რიგში, რაც მათ მოახერხეს და გაყიდეს, ისიც კაპიკებად, იყო სინდისი და ნამუსი. გაზს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სუნი აქვს იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ის ბუნებრივი აირია", - აღნიშნა კალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: