გოგი თოფაძე: NDI-ის კვლევა კონკრეტული პოლიტიკური ძალების დასახმარებლად კეთდება

გოგი თოფაძე: NDI-ის  კვლევა კონკრეტული პოლიტიკური ძალების დასახმარებლად კეთდება

"NDI-ის  კვლევა კონკრეტული პოლიტიკური ძალების დასახმარებლად კეთდება და  საქართველოში არსებულ რეალობას ამახინჯებს", - ამის შესახებ "რეპორტიორს" გოგი თოფაძემ განუცხადა.  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამ კვლევებს უკვე ყველა ირონიული ღიმილით ხვდება.

 

"NDI-ის 2012 წლის წლის კვლევას გაგახსენებთ, როცა "ქართულ ოცნებას" გაცილებით დაბალი რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას". NDI ახორციელებს პოლიტიკურ დაკვეთებს, რომელიც ემსახურება გარკვეულ მიზნებს და რა თქმა უნდა, შორსაა რეალობისგან. თურმე დღეს "ნაციონალურ მოძრაობას", რომელმაც ამდენი უბედურება ჩაიდინა, აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე "ქართულ ოცნებას", რომელმაც უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა ამ  3 წელიწადში. საზოგადოებას აღარ სჯერა და ირონიულად ეღიმება ამ კვლევებზე", - განაცხადა თოფაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: