დავით უსუსფაშვილი: უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობაზე!

დავით უსუსფაშვილი: უარი უნდა ვთქვათ  ნებისმიერი სახის ძალადობაზე!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს:

 

"ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

 

ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე;

 

ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი.

 

მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: