მარგველაშვილი სასამართლო პროცესში უხეშად არ უნდა ერეოდეს!

მარგველაშვილი სასამართლო პროცესში უხეშად არ უნდა ერეოდეს!

აბა რას ნიშნავს მისი საჯარო გამოსვლა? „მოვუწოდებ მოსამრთლეს, არ მიიღოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები!“ 

 

მარგველაშვილი საყვედურობს პრემიერსაც, რომ მან ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა! თითქოს ის ნიღბიანი გამაუპატიურებელი ღარიბაშვილი ყიფილიყოს და არა სააკაშვილის ჯალათი! პრემიერმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ვიდეოფირების ნახვის შემდეგ ძნელია საზოგადოებამ მოთოკოს ემოციები... მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა

 

ამ ხელისუფლების შეცდომა ის არის, რომ აქამდე არ დასაჯა ძალადობის შემკვეთიც და შემსრულებელიც! 

 

ყველაფერი კი „ავლაბრიდან“ დაიწყო! თავი და თავი, მაინც სააკაშვილია, რომელსაც დღემდე იცავს და ხელს აფარებს დასავლეთი! 

 

აი, ვინ უნდა დაისაჯოს პირველ რიგში! 

 

თამაზ ჭეიშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: