თეა წულუკიანი: ყველას გვავიწყდება, რომ მოსამართლეც ადამიანია!

თეა წულუკიანი: ყველას გვავიწყდება, რომ მოსამართლეც ადამიანია!

ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ მოსამართლეც ადამიანია. მოსამართლეს, იმისთვის, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, სჭირდება ემოციური სიმშვიდე , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განუცხადა. 

 

"ჩვენ ყველას გვავიწყდება, რომ მოსამართლეც ადამიანია. მოსამართლეს, იმისთვის, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, სჭირდება ემოციური სიმშვიდე. როდესაც მოსამართლეზე ხდება პერმანენტული თავდასხმები ყველა მხრიდან, როდესაც უკვე სახელმწიფოს მეთაური აკეთებს ასეთ განცხადებებს, მე მაქვს წუხილი, როგორ გაუძლებს ამ ვერბალურ ზეწოლას მოსამართლე, მაგრამ მე მჯერა, რომ მოსამართლე მშვიდად, აუღელვებლად, მხოლოდ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტს იმას, რაც გამომდინარეობს საქმის მტკიცებულებებიდან", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

 

მისივე განცხადებით, თუ რა გამომდინარეობს საქმის მტკიცებულებიდან, მისთვის ცნობილი არ არის. 

 

"მე არ ვიცი და არ უნდა ვიცოდე რა გამომდინარეობს საქმის მტკიცებულებებიდან. ველოდები გადაწყვეტილებას, რომ გავიგოთ, სად არის სიმართლე და მოვუწოდებ ყველას, მოსამართლეს მივცეთ სიმშვიდის უფლება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: