ვასილ მაღლაფერიძე: მომხდარს სამართლებლივი შეფასებაც უნდა და მონანიებაც!

ვასილ მაღლაფერიძე: მომხდარს სამართლებლივი შეფასებაც უნდა და მონანიებაც!

პუბლიცისტ ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით საზოგადოებამ ძალა უნდა მოიკრიბოს და ის ცხრა წლიანი მმართველობის შედეგები სრულად უნდა გაანალიზოს, რაც სახეზეა.

 

მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სირცხვილია დაგებულ ასფალტსა და ტექნოლოგიურ მიღწევებზე ისაუბრო, როდესაც ადამიანთა უფლებების შელახვას და წამებას მასიური, სისტემური ხასიათი ჰქონდა.

 

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა, რა მასშტაბები ჰქონდა დანაშაულს და რას ნიშნავს ამის მხარდაჭერა. თუ ამ ყველაფრის შეფასება არ მოხდა, ჩვენ ვიქნებით დაავადებული საზოგადოება. განწმენდა აუცილებელია, ამისთვის კი, გააზრება გვჭირდება. მომხდარს სამართლებლივი შეფასებაც უნდა და მონანიებაც. დღეს ვიღაცეები საუბრობენ დაგებულ გზებზე და მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე. ჰიტლერის ტექნოლოგიურ მიღწევებზე ხომ არავინ ლაპარაკობს - მართალია, საკონცენტრაციო ბანაკებიდან კვამლი ამოდიოდა, მაგრამ გზები ხომ იგებოდაო?! ეს სირცხვილია." - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: