ვასილ მაღლაფერიძე: სწორედ ესაა კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლის სურვილი!

ვასილ მაღლაფერიძე: სწორედ ესაა კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლის სურვილი!

"მე ვხედავ კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლის სურვილს, რომ გვარამიამ და მისმა თანამოაზრეებმა დააბრუნონ "ტკბილი ცხოვრება"- განაცხადა პუბლიცისტმა ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემაში "2030" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი და მოქმედი მფლობელების სასამართლო დავის შესახებ საუბრისას.

 

მაღაფერიძის განცხადებით ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ცდილობს სასამართლოზე ერთგვარი ზეწოლა განხორციელოს.

 

"მე ვხედავ კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლის სურვილს, რომ გვარამიამ და მისმა თანამოაზრეებმა დააბრუნონ "ტკბილი ცხოვრება", მაგრამ ამ გარემოში, ამას პერსპექტივა არა აქვს. ჩვენმა საზოგადოებამ დიდი წვალებით მიაღწია იმას, რომ სასამართლო და სხვა ინსტიტუციები მუშაობდეს ქვეყანაში. გვარამიამ კი, განაცხადა, რომ არ დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. სწორედ ესაა საკონსტიტუციო წესრიგიდან გასვლა." - აცხადებს მაღლაფერიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: