ლია მუხაშავრია: არ გამიკვირდება, თუ პუტინსა და სააკაშვილს ჰააგის ციხეში გვერდიგვერდ საკნებში მოათავსებენ!

ლია მუხაშავრია: არ გამიკვირდება, თუ პუტინსა და სააკაშვილს ჰააგის ციხეში გვერდიგვერდ საკნებში მოათავსებენ!

ადვოკატი ლია მუხაშავრია არ გამორიცხავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო რუსეთის პრეზიდენტი ჰააგის ტრიბუნალის წინაშე წარსდგეს. მისი თქმით, ომის დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჰააგის სასამართლო არც მიხეილ სააკაშვილს დაინდობს და არც რუსეთის ხელისუფლების  რომელიმე წარმომადგენელს.

 

"მისხალს არავინ აპატიებს და ციხეში ჩასვამენ. ეს დანაშაული თუ ორივეს ჩადენილი აქვს, ვინმე დაერიდება ერთს ან მეორეს? ჰააგის სასამართლოს ჯერ არავინ დაუნდია, გამონაკლისი არ დაუშვია და ახლა რატომ გააკეთებს ამას? მე ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ პუტინსა და სააკაშვილს ჰააგის ციხეში გვერდიგვერდ საკნებში მოათავსებენ. ორივე იმსახურებს ამას", - განაცხადა მუხაშავრიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: