Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
23-10-2015, 12:11
ნანახია: 540

ელისო ჩაფიძე: ირაკლი  ღარიბაშვილის მოწოდებაში ძალადობის მოწოდება არ ყოფილა!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში პრემიერის განცხადება ძალადობისკენ მოწოდებას არ შეიცავდა.

 

"რადგან პრემიერს აქვს თმენის ვალდებულება, აღმოჩნდა, რომ ყველას როგორც უნდა, ისე გადათარგმნა მისი ნათქვამი და ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია მიანიჭა. მე სიტყვა-სიტყვით არა ერთხელ მოვისმინე ეს განცხადება. ის ამბობს, რომ დიახ, მადლობა უნდა გადაიხადოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" იმის გამო, რომ რასაც უკეთებდნენ ადამიანებს და რა პირობებშიც ჰყავდათ, ხალხმა აპატია ეს ყველაფერი და არ გადაუხადა სამაგიერო ანალოგიურად. პრემიერის განცხადებაში მოწოდება ძალადობაზე არ ყოფილა. ეს არის მისი მოსაზრება. მოწოდება ძალადობისკენ არის სულ სხვა რამ და ის დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით, განსხვავებით მოსაზრებისგან, რომელიც დაცულია აბსულუტური პრივილეგიით. ჩავხედოთ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს, მოსაზრებას როდესაც გამოხატავს ადამიანი, განსაკუთრებით პოლიტიკური განცხადების დროს, აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული, განსხვავებით ძალადობაზე მოწოდებისგან ,რომელიც კვალიფიციური პრივილეგიით არის დაცული და რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტმა გაამკაცრა კანონმდებლობა", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.