Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
23-10-2015, 13:32
ნანახია: 698

რაო, რა მინდაო, ამერიკამ?

(პოლიტინფორმაცია, დუმბაძისებურად) 

 

- რაო და... რომ იცოდე, რააფერ არ მომწონს ის მაღალი, ვერ წარმოიდგენთ, დიქტატორია ეგ მააამაძაღლიო! 

 

- ჩვენი „მაღალი“, კაცო ?

 

- მაღალი და დიქტატორი მარტო ჩვენ არ გვყავდა... ბაშარ ასადზე ამბობს! 

 

- მერე, ეს მათხოვარი რუსეთი რას ეუბნება?

 

- კრემლში დაპატიჟა „მაღალი კაძახი“! 

 

- ოჰ! პირდაპირ კრემლში? 

 

ჰო, პირდაპირ კრემლში! ნევრებს უშლის ამერიკას!... ის კი არა და ორ „კეკალ“ ბომბს ტერორისტებს რომ ესვრის რუსეთი, ათს მაღალის ოპოზიციისკენ ისვრის! ვინ შექმნა თუ იცი მერე ის ოპოზიცია სირიაში?

 

- გივი თარამაძემ! 

 

- ვაი, შენ პაატრონს! ამერიკამ შექმნა, წვრთნის, ვინტოვკებს და დამბაჩებს აწვდის! მაღალის მოცილება უნდა იქოურების ხელით! 

 

- მაგი, ცივი ომია! 

 

- არაა მთლად ცივი... ნელთბილია ჯერჯერობით! 

 

 

ჩაიწერა თამაზ ჭეიშვილმა