მამუკა არეშიძე: არ შეიძლება საზოგადოების ასე გახლეჩა!

მამუკა არეშიძე: არ შეიძლება საზოგადოების ასე გახლეჩა!

პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაკორექტულს უწოდებს მამუკა არეშიძე. "ალიასთან" ექსპერტი იმედოვნებს, რომ ეს იყო ემოციური ნათქვამი და არა მოქმედებაზე ორინტირებული.

 

"ეს იყო არაკორექტული განცხადება და ვიმედოვნებ, რომ ემოციებზე დამყარებული. ვფიქრობ, პოლიტსაბჭო უნდა შეიკრიბოს და გადაწყვიტონ, რას აკეთებენ. ცუდად მენიშნა სოციალურ ქსელში გამონათქვამები: "გოიმები", "პროდასავლურები". მექმნება შთაბეჭდილება, რომ ღრმავდება დაპირისპირება. ისეთი პროცესებია, რაც 90-იან წლებში იყო. ადამიანებს საერთოდ არ უნდათ ერთმანეთის მოსმენა. შუაზეა გახლეჩილი ჟურნალისტთა კორპუსი. მათ აქვთ თავიანთი დებულება, ინფორმაცია და სხვის ინფორმაციას არ ცნობენ... საზოგადოება ორ ნაწილად დაიყო: ან "ქართული ოცნების" მომხრეა, ან "ნაციონალური მოძრაობის". არ შეიძლება საზოგადოების ასე გახლეჩა. ახლა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იფიქროს, როგორმე მოახერხოს ხალხის კონსოლიდაცია და საზოგადოების ბანაკებად დაყოფას ხელი შეუშალოს", - განაცხადა არეშიძემ.

 

 

 

ალია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: