დემურ გიორხელიძე: "ნაციონალური მოძრაობა" ცეცხლს ეთამაშება!

დემურ გიორხელიძე: "ნაციონალური მოძრაობა" ცეცხლს ეთამაშება!

ექსპერტი დემურ გიორხელიშე "ნაციონალური მოძრაობის" ბოლოდროინდელ გააქტიურებას "ცეცხლთან თამაშად" აფასებს.

 

როგორც გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს, 2012 წლის არჩევნების შემდეგ სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტიკამ იხსნა "ნაციონალური მოძრაობა" საშინელი დასასრულისგან, თუმცა ეტყობა მათ ქართველი ხალხის ფსიქოლოგია სათანადოდ არ იციან...

 

 

"მე მგონი, ნაციონალური მოძრაობა ცეცხლს ეთამაშება

და ეს თამაში, ცუდად დასრულდება მათთვის...

2012 წლის არჩევნებმა იხსნა ეს მოძრაობა საშინელი დასასრულისგან, -

რაც უნდა დაჯდომოდა,

ხალხი იმ საშინელებამდე იყო მიყვანილი, -

იფეთქებდა და ეს უმართავი პროცესი იქნებოდა...

ნაცმოძრაობას წინ საშინელება ელოდა.

როდორც ჩანს,

ნაცმოძრაობის ლიდერებმა, რომლებსაც არასდროს ჰქონდათ

წარმოდგენა ქართველ ხალხზე და მათ ბუნებაზე,

ვერაფერი ისწავლეს...

ხელისუფლებას უნდა უმადლოდნენ თავიანთ დღევანდელ მდგომარეობას.

ქვეყნის შიგნით სამოქალაქო დაპირისპირების შანსი/პროვოცირების მცდელობა არაფერს მოუტანს ამ მოძრაობას. -

არ არსებობს ამის სოციალური ბაზა.

აი, ნაცმოძრაობაზე დამოკიდებული ხალხის "მოძრაობა"

კი ინტენსიურად დაიწყო...

ახლა გასაგები უნდა იყოს, რა საშიში მდგომარეობა შეიძლება განვიტარებული ქვეყანაში და შეიძლება განვითარდეს, თუ ხელისუფლება მკაცრად კანონის ფარგლებში და პასუხისმგებლობით არ იმოქმედებს..."- აღნიშნავს გიორხელიძე. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: