ბიძინა ვანიშვილი: პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება ძლიერი, როდესაც ის თავად დაიცავს კანონებს

ბიძინა ვანიშვილი: პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება ძლიერი, როდესაც ის თავად დაიცავს კანონებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ვანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს თავად გიორგი მარგველაშვილი აკნინებს და პრობლემებს უქმნის. ამის შესახებ ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც თავად პრეზიდენტი დაიცავს კანონებს.

 

"პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება ძლიერი, როდესაც ის თავად დაიცავს კანონებს. პრეზიდენტის კრიტიკას და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს მე კი არ ვიწვევ, იწვევს თავად პრეზიდენტი, საკუთარი ქცევით. ის უნდა იყოს თანმიმდევრული. გუშინდელი და გუშინწინდელიც უნდა გაიხსენოს და კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს. ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტს მე არასდროს შევხებივარ. პრეზიდენტის ინსტიტუტს მისი თანაგუნდელები პატივს სცემენ და მაქსიმაურად ცდილობენ სახელი შეუნარჩუნონ", - განაცხადა ივანიშვილმა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: