ბიძინა ივანიშვილი: რა კარგია, ბოდიში მოიხადა...

ბიძინა ივანიშვილი: რა კარგია, ბოდიში მოიხადა...

"თქვენ ვინმე გზღუდავთ? მაესტროს? პირველ არხი აიღეთ. საინფორმაციოს უფროსი დიდი ხანი არ ჰყავდა. ახლა დანიშნეს გვიმრაძე. გვიმრაძე ჩემი, ჩვენი პირველი ოპონენტია. და, როგორ კონტროლდება მედია?", - განაცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას გააკეთა:

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე - "რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში იყო გადაცდომები და მან ამისთვის ბოდიშიც მოიხადა...", - ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:

 

"რა კარგია, ბოდიში მოიხადა... იმ კადრებში რომ ხალხი იყო, საცოდავი ხალხი, ამას გვარამიას ბოდიში უშველის? ის არის ტელევიზიის მენეჯერი, მან ჟურნალისტებზე უნდა იზრუნოს. რატომ ჩაენაცვლა მეპატრონეს გვარამია? ხომ ყველამ იცის, ვინ არის მეპატრონე, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის აგიტ-მანქანა?!

 

როგორ ექცევიან მოსამართლეებს? გაიხსენეთ ახალაია, მერაბიშვილის სასამართლოები. იმ წუთას მოსამართლეების შეურაცხყოფაზე გადადიან და დაპატიმრებაზე საუბრობენ. არა იმაზე, რომ სამართალს დაველოდოთ. ეს ის ხალხია, რომელიც საქართველოს და ხალს პატივს არ სცემენ!", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: