გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია!

გია ხუხაშვილი: ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია!

"ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ძვირფასი ადამიანია. რომ დავინახე, ჩემს თავში დავიჭირე, რომ მენატრება", - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა primetime.ge-ს განუცხადა.  

 

"მთავარი პრობლემა მისი მოღვაწეობის არის ის, რომ მას უყვარს ეს ქვეყანა, მაგრამ სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის აღქმა, მასში არის სუსტად და ეს მის ინტერვიუსაც და მოღვაწეობასაც გასდევს არც თუ სასიამოვნოდ", - ამბობს ხუხაშვილი.

 

რაც შეეხება ინტერვიუს, რომელიც ივანიშვილმა გადაცემა "შაბათის ქრონიკას" მისცა, ხუხაშვილის თქმით, ყოფილმა პრემიერმა განსაკუთრებით მწვავე შეფასებები გააკეთა პრეზიდენტთან მიმართებაში.

 

,,იყო მწვავე შეფასებები. ის ცდილობდა, რომ ეთქვა, რომ ეს მისი მოსაზრება იყო.  ეს შეფასებები არ უნდა გაიგოს ვიღაცამ, როგორც შეტევის დაანონსება პრეზიდენტზე. რამდენიმე ერთგულების მამტკიცებელი უმრავლესობიდან აუცილებლად გამოვარდება და შეეცდება ივანიშვილს ერთგულება დაუმტკიცოს წიხლის მოქნევით პრეზიდენტის მხარეს. ნაკლებად მოაზროვნე ადამიანების ნაკლებობას სამწუხაროდ, ხელისუფლება არ განიცდის.", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: