ჯეიმს აპატურაი: საქართველოს ადგილი ნატო-ში ნათელია

ჯეიმს აპატურაი: საქართველოს ადგილი ნატო-ში  ნათელია

საქართველო არის ერთგული და მყარი კანდიდატი ნატო-ს წევრობის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" მიმდინარეობს. 

მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში "ნატო უფრო მეტად აისახება საქართველოში".

 

"საქართველოს ადგილი ნატო-ში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში. გავიხსენოთ მისია ავღანეთში, რომელიც ზოგჯერ სამწუხაროდ დანაკარგებშიც გამოიხატება. ასევე უფრო მეტად აისახება ნატო საქართველოში. იქნება ეს განათლების თუ სხვა მიმართულებით. საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატო-ს წევრობის", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ დეკემბრის მინისტერიალს ელოდებიან "რათა განიხილონ პროგრესი". ამასთან, აპატურაიმ რეგიონში არსებული უსაფრთხოების შესახებაც ისაუბრა და ამ კონტექსტში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო რუსეთს.

 

"რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რომ შეამციროს თავისი მეზობლების სუვერენიტეტი. თუ თქვენ შეხედავთ ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარნიორობაში" ჩართულ ქვეყნებს, 5 მათგანს აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ასევე ჩვენ ვხედავთ გაძლიერებულ არასტაბილურობას ბალტიისპირეთში და გაიზარდა საშიშროება შავი ზღვის რეგიონში. არ უნდა დაგვავიწყდეს ყირიმი, სირია, ერაყი და ა.შ.", - განაცხადა აპატურაიმ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: