წინანდალი თამაზ ხიდაშელს უპირისპირდება

წინანდალი თამაზ ხიდაშელს უპირისპირდება

წინანდალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა თელავის რაიონის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს თამაზ ხიდაშელს უპირისპირდება. მას შპს "ღვინის საგანძურის" გასხვისებაში ადანაშაულებენ.


აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, საბავშვო ბაღი, რომელიც 5 წელია აღარ ფუნქციონირებს, აღდგეს. გაყიდული ქონება უკან დაბრუნდეს და გაიცეს 220 000 ლარის სახელფასო დავალიანება, რომელიც ბაღის დახურვამდე სამი წლის განმავლობაში დაგროვდა. შპს "ღვინის საგანძური" ღვინის ქარხნას, საბავშვო ბაღს და მეურნეობას აერთიანებდა.


ამასთან დაკავშირებით ყოფილი მაჟორიტარი კომენტარს არ აკეთებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: