დემურ გიორხელიძე: საფრთხე გარდაუვალია!

დემურ გიორხელიძე: საფრთხე გარდაუვალია!

ექსპერტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ საქართველო მრავალი საფრთხის წინაშე დგას, ერთ-ერთი ყველაზე საზიანო კი სახელმწიფოს რღვევის საფრთხეა, რომელიც საქართველოს უკვე აშკარად ემუქრება.  

 

"21-ე საკუნე - სახწლმწიფოთა დაშლა/რღვევის საუკუნეა,

არშემდგარი და სუსტი სახელმწიფოები ნასახლარებს, ანუ სახელმწიფოდყოფილებს ემსგავსებიან: ავღანეთი, ერაყი, ლიბია, ლიბანი, სომალი, სირია და ა.შ.

საშინელება ის არის, რომ დამოუკიდებელ თამაშებს ამ სახელმწიფოდყოფილებში არასახელმწიფო მოთამაშეები იწყებენ და... საერთოდ უმართავს ხდიან სიტუაციას...

ეს პროცესი გაგრძელდება!

ამ პროცესის ინტენსივობას სირიის მოვლენები მიანიჭებს აჩქარებას.

თუ საქართველო ასე უაზროდ გააგრძელებს, -საფრთხე გარდაუვალია...

დაშლადი სახელმწიფო შეგვრჩება ხელში,  რომელშიც კარგად გაწვრთნილი და ომგამოვლილი ხალხის ნაკრები ყველაზე დესტრუქციულ როლს შეასრულებს...

როცა პოლიტიკურ სიტუაციას ვერ იჭერენ ერთმანეთის გამაწონასწორებელი პოლიტიკური ძალები, უბრალოდ, საღი გამაწონასწორებელი ძალების არარასებობის გამო, იქ ყველაზე ცუდისთვის ან პასიურად უნდა ემზადო, ანდა, უნდა იფიქრო, რომ საღი ძალების კონსოლიდაცია შესაძლებელია.

სტაბილურობის განმაპირობებელი და დამჭერი მექანიზმები

ქართულ სახელმწიფოში არ არის ჩადებული!

მასტაბილიზებელი პოლიტიკური ძალები არ არსებობს!

ორგანიზებულ დესტრუქციულ ძალას, აგრესიულ იდეოლოგიაზე და ნეო-ბოლშევიკურ მეთოდებზე დაყრდნობით, შეუძლია უდიდესი ზიანის მოტანა...

თუ ასე მოხდა, - საქართველო პოლიგონი და საშიში ძალების სათარეშო გახდება...

ქვეყანაში მიმდინარე დესტრუქციული პროცესები ამაზე მიანიშნებს!"- აღნიშნავს გიორხელიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: