დავით უსუფაშვილი: ძალადობა არ არის წახალისებული!

დავით უსუფაშვილი: ძალადობა არ არის წახალისებული!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს და არანაირი ძალადობა წახალისებული არ არის.

 

აღნიშნული განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, გიორგი ბარამიძეს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების დარბევა დაუშვებელია.

 

"მთავრობამ ნაცვლად ამაზე რესურსის ხარჯვისა, იქნება ეს დრო თუ ფინანსები, ქვეყანას მიხედოს ჯობია,"- განაცხადა ბიუროს სხდომაზე გიორგი ბარამიძემ.

 

"არანაირი ძალადობა არ შეძლება იყოს წახალისებული და არც არის წახალისებული. თუკი არსებობს ასეთი ფაქტები, ამას სათანადო სამსახურებმა უნდა მიაქციონ ყურადღება. მაგრამ მე მინდა, ჩვენი სამუშაოც ისე იყოს ორგანიზებული, რომ სხვას მივცეთ მაგალითი სათანადო ადგილზე სათანადო თემების წამოწევის და გადაწყვეტისა," - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: