კახა კახიშვილი: საქართველოში დაბრუნების უფლება ასლან აბაშიძესაც უნდა მიეცეს!

კახა კახიშვილი: საქართველოში დაბრუნების უფლება ასლან აბაშიძესაც უნდა მიეცეს!

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში საუბარი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავჯდომაროს ასლან აბაშიძისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. თუ რამდენად შესაძლებელია მიენიჭოს აბაშიძეს ეს სტატუსი და იქნება თუ არა სამართლებრივად გამართლებული,  "ივერიონმა" კომენტარი სთხოვა პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს კახა კახიშვილს.


"ეს საკითხი უნდა გადაწყდეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კენჭისყრის შედეგად. არა მარტო ასლან აბაშიძეს, არამედ შესაძლოა, ბევრ ადამიანს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ის პოლიტიკურად დევნილი, ან პოლიტიკური პატიმარია. ამ შემთხვევაში მან განცხადებით უნდა მიმართოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, რომელსაც უნდა დაესწროს მისი წარმომადგენელი და წარადგინონ ის საბუთები, რომლებიც ადასტურებს პოლიტიკური დევნილის სტატუსს.  ამის შემდეგ კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში დაბრუნების უფლება".


კახა კახიშვილის თქმით, არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ წერია ის, რომ თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა მას ერთმევა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება.


"არ არსებობს ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნიდან აძევებდეს ან ქვეყანაში ჩამოსვლის უფლებას არ აძლევდეს. აქედან გამომდინარე, ასლან აბაშიძეს უნდა მიეცეს საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლისა და ცხოვრების უფლება", _ განამარტავს კახა კახიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: