"რუსთავი 2-ის" იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

"რუსთავი 2-ის" იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

"რუსთავი 2-ის" იურისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის უფლებადამცველები იმ მუხლების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ითვალისწინებს.

 

"რუსთავი 2 –ის" ინფორმაციით, კომპანიის იურისტები ფიქრობენ, რომ საპროცესო კოდექსის აღნიშნული მუხლები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მუხლებთან, რის გამოც მათ არ ეძლევათ საშუალება კონსტიტუციურად მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ. 

 

"იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რეალური საფრთხე საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამოტანის საპროცესო კოდექსის მუხლების წინააღმდეგობა კონსტიტუციის მუხლებთან არ მოგვცემს საშუალებას სრულფასოვნად განვახორციელოდ ჩვენთვის კონსტიტუციის მონიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლება", - ნათქვამია "რუსთავი 2"-ის განცხადებაში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: